ჩვენს შესახებ
კომპანია “ჭორიკანა” დაარსდა 2014 წელს, ამ პერიოდისთვის საქართველოში მაღალი ხარისხის ყავა ბაზარზე ძნელად მოიძებნებოდა. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი ყავის მწვანე მარცვალი ჩამოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და ადგილობრივად იხალება, რათა მომხმარებელს ვაგრძნობინოდ ნამდვილი, ახლად მოხალული ყავის გემო. ჩვენი მოსახალები თბილისში და მცხეთაში დგას და მათი დახმარებით ჩვენი პროფესიონალი მომხალავები ამარაგებენ speciality და კომერციული ყავით ჩვენ მაღაზიებს და მრავალ სხვა კომპანიას. ჩვენ გვაქვს აქცენტი speciality ყავაზე და ასევე ვაწარმოებთ კომერციულ ყავებებს, რომლებიც ჩვენი პროფესიონალების მიერ იქნა შეზავებული. გვინდა რომ ჩვენ მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო და გავასინჯოთ ყავა რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.